ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე უარმა ევროკავშირში მრეწველობის დაცემა გამოიწვია
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე უარმა ევროკავშირში მრეწველობის დაცემა გამოიწვია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსულ ენერგომატარებლებზე უარმა ევროკავშირში მრეწველობის დაცემა გამოიწვია.

პუტინის თქმით, „ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ რუსულ ენერგომატარებლებზე პოლიტიკური ზეწოლის გამო თქვა უარი“.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად ევროპაში ნავთობისა და ბუნებრივ აირის ფასები გაიზარდა, ხოლო შემცირდა ევროპული პროდუქტებისა და, ზოგადად, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა.