ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ახლა უფრო უკეთ მიიწევენ წინ, ვიდრე ადრე
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ახლა უფრო უკეთ მიიწევენ წინ, ვიდრე ადრე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ახლა უფრო უკეთ მიიწევენ წინ, ვიდრე ადრე.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ტუვაში, N2 სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„დიდი ხანია, ასეთი ტემპი დონბასში შეტევაში არ გვქონია. ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ 200–300 მეტრით წინ წაწევაზე. რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე აკონტროლებენ ტერიტორიებს არა 200-300 მეტრით, არამედ კვადრატული კილომეტრით“, – განაცხადა პუტინმა.