ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება „სტაბილიზებული იქნება“
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება „სტაბილიზებული იქნება“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება სტაბილიზებული იქნება.

ამის შესახებ მან მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ონლაინ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ იქიდან, რომ ვითარება იქნება სტაბილიზებული, ჩვენ შევძლებთ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას და დაგეხმარებით თქვენ ქვეყნის გაძლიერებაში. ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე თქვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებისკენ“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. კანონებს რუსეთის შემადგენლობაში უკრიანის ოთხი რეგიონის შესვლის შესახებ.