ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დომინანტობის შენარჩუნების მცდელობის შედეგად, მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დომინანტობის შენარჩუნების მცდელობის შედეგად, მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დომინანტობის შენარჩუნების მცდელობის შედეგად, მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დსთ-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

ვიდეომიმართვას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება და ეს არის დასავლეთის ზოგიერთი ელიტის მიერ თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და იდეოლოგიური დომინანტობის ნებისმიერი საშუალებებით შენარჩუნების მცდელობის პირდაპირი შედეგი. ისინი გაცნობიერებულად მიდიან ქაოსის გამრავლებასა და საერთაშორისო სიტუაციის გამწვავებაზე. აშშ და მათი სატელიტები ფსონს დებენ ძალისმიერ ფაქტორზე. ამით, ფაქტობრივად, დაანგრიეს სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, აგრესიულად აფართოებენ ნატო-ს ექსპანსიის გეოგრაფიას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, ამგვარი ქმედებების შედეგია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.