ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის გავლით საქართველოსკენ გზის მშენებლობა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პროექტებში არ შედის
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის გავლით საქართველოსკენ გზის მშენებლობა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პროექტებში არ შედის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის გავლით საქართველოს მიმართულებით გზის მშენებლობა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პროექტებში არ შედის.

გზის მშენებლობის შესახებ პუტინს დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.

„მიმდინარეობს საუბარი ჩეჩნეთის გავლით საქართველოსკენ გზის მშენებლობაზე. ეს მოაგვარებდა სტრატეგიულ საკითხებს. რას ფიქრობთ ამაზე და რამდენად მომგებიანი გგონიათ როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის“,- მიმართა ჟურნალისტმა პუტინს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, გზის მშენებლობა კარგი იდეაა და მისი განხორციელებაც შესაძლებელია.

„ნამდვილად არის პრობლემა საქართველოსთან კომუნიკაციაში, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ყველაფერი თოვლითაა დაფარული. რაც თქვენ თქვით, კარგი იდეაა, მაგრამ ეს ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ პროექტებში არ არის. თუმცა ვიმეორებ, ამ იდეის შესახებ ცნობილია და პრინციპში, ის განხორციელებადია“,- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.