ვლადიმერ მედინსკი - უკრაინულმა მხარემ მოითხოვა პირდაპირი მოლაპარაკებები ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის, ეს მოთხოვნა მხედველობაში მივიღეთ
საერთო ჯამში, მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილი ვართ, მზად ვართ კონტაქტების გასაგრძლებლად, – ამის შესახებ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებისას რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებზე რამდენიმე საკითხზე მოხერხდა შეთანხმება.
„უკრაინულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებები დასრულდა. საერთო ჯამში, ჩვენ კმაყოფილი ვართ შედეგებით, მზად ვართ კონტაქტების გასაგრძელებლად. რაზე შევთანხმდით: პირველი, უახლოეს დღეებში გაიმართება ტყვეების გაცვლა „1000/1000-ზე ფორმულით“; მეორე, უკრაინულმა მხარემ მოითხოვა პირდაპირი მოლაპარაკებები ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ეს მოთხოვნა; და მესამე, ჩვენ შევთანხმდით, რომ თითოეული ქვეყანა წარმოადგენს თავის ხედვას სამომავლოდ ცეცხლის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასეთი ხედვის წარდგენის შემდეგ, მიგვაჩნია, მიზანშეწონილი იქნება – და ამაზე შეთანხმებული ვართ – გავაგრძელოთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.