ვლადიმერ მედინსკი - რუსეთი და უკრაინა მძიმედ დაავადებულებსა და დაჭრილებს „ყველა ყველაზე პრინციპით“ გაცვლიან
რუსეთი და უკრაინა მძიმედ დაავადებულებსა და დაჭრილებს „ყველა ყველაზე პრინციპით“ გაცვლიან, – ამის შესახებ სტამბოლის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.
მედინსკის თქმით, რუსეთი და უკრაინა მძიმედ დაჭრილების გაცვლისთვის სამედიცინო კომისიებს შექმნიან და გაცვლა მუდმივ რეჟიმში განხორციელდება.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი მომავალ კვირას უკრაინას ცალმხრივად გადასცემს 6 000 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის გაყინულ ცხედარს, რომელთა ვინაობა დადგინდა დნმ-ის ანალიზის საფუძველზე.
ვლადიმერ მედინსკის თქმით, რუსეთი და უკრაინა გარკვეულ რაიონებში ორი-სამი დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა მეთაურებმა შეძლონ თავიანთი ჯარისკაცების ცხედრების გატანა.
მედინსკიმ უკრაინის მიერ მიწოდებული 339 ბავშვის სია წარადგინა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა დაკარგული ბავშვების თემაზე თანამგრძნობი ევროპელებისთვის განკუთვნილ საინფორმაციო შოუს დგამს. მედინსკის განცხადებით, ბოლო დროს რუსულმა მხარემ 101 ბავშვი დააბრუნა, ხოლო უკრაინულმა მხარემ დაახლოებით – 20.