ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი რთული, მაგრამ საქმიანი იყო
უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა და ის ადვილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე და ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი ავრცელებს.
მისი თქმით, დღევანდელი მოლაპარაკებები ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
„მოლაპარაკებები ორი დღე გაგრძელდა, გუშინ ძალიან დიდხანს სხვადასხვა ფორმატში, დღეს კი დაახლოებით ორი საათი. ისინი რთული, მაგრამ საქმიანი იყო“, – განაცხადა ვლადიმირ მედინსკიმ და აღნიშნა, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
როგორც რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყნების წარმომადგენლებს ხელი არანაირ დოკუმენტზე არ მოუწერიათ.