ვლადიმერ კონსტანტინიდი - დავით გარეჯში 14 შეუთანხმებელ მონაკვეთზე აზომვითი სამუშაოები კიდევ ერთხელ ჩატარდება 
ვლადიმერ კონსტანტინიდი - დავით გარეჯში 14 შეუთანხმებელ მონაკვეთზე აზომვითი სამუშაოები კიდევ ერთხელ ჩატარდება 

დავით გარეჯის საკითხზე სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მეორე სხდომა თბილისში მას შემდეგ გაიმართება, რაც ადგილზე საველე სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, გასულ კვირას დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტთა მორიგი შეხვედრა გაიმართა.

„მოგეხსენებათ, იქ არის 14 შეუთანხმებელი მონაკვეთი, რომელიც ექსპერტებმა დაათვალიერეს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შედგება კიდევ ერთი შეხვედრა. ისინი გავლენ ერთობლივად და ჩაატარებენ საველე სამუშაოებს ადგილზე, ასევე აზომვითი სამუშაოები განხორციელდება შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. როდესაც ექსპერტების მუშაობის მეორე ეტაპი დასრულდება, თბილისში გაიმართება კომისიის მეორე სხდომა და სხვა დეტალები მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა კონტასნტინიდმა.