ვლადიმერ კონსტანტინიდი - საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება ახლო მომავალში ევროპულ ქვეყნებშიც შესაძლებელი იქნება
ვლადიმერ კონსტანტინიდი - საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება ახლო მომავალში ევროპულ ქვეყნებშიც შესაძლებელი იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ახლო მომავალში საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება ევროპულ ქვეყნებშიც შესაძლებელი იქნება.

როგორც საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ დღეში“ ვლადიმერ კონტანტინიდმა აღნიშნა, საქართველოში შეიცვალა კანონმდებლობა და მართვის მოწმობაზე გამოცდის ჩაბარების წესები ევროპულ სტანდარტებთან მოვიდა შესაბამისობაში.

„უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, საკმაოდ მაღალია ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა სტატუსით სხვადასხვა მიზნებით იმყოფებიან. მათ საკმაოდ ბევრი საჭიროებები აქვთ ადგილზე ადაპტაციისთვის. არ არის მარტივი, თუნდაც ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში ადამიანი ადაპტირდეს, იპოვოს თავისი ადგილი, დასაქმდეს, საჭიროებები ძალიან ბევრია. მაგალითად, იტალიასა და ესპანეთში ჩვენი შეხვედრების დროს გამოიკვეთა, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა გვთხოვეს დახმარება, მაგალითად მართვის მოწმობების აღიარების საკითხში, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და ამ სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა ის ნიშნული, რომ ახლო მომავალში მოხდება ამ სტანდარტების შეჯერება, ბევრ ჩვენ თანამემამულეს შეეძლება, რომ ქართული მართვის მოწმობით ისარგებლონ. ვიცით, რომ შეიცვალა საქართველოში გამოცდის ჩაბარების წესები და ევროპულ სატანდარტებთან მოვიდა შესაბამისობაში. ბევრი ასეთ პრაქტიკული ხასიათის საჭიროება და ჩვენ ვითვალისწინებთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

დატოვე კომენტარი