ვლადიმერ კონსტანტინიდი - საქართველოს საგარეო უწყების ყველა ქვედანაყოფი, როგორც საელჩოები, ასევე საკონსულოები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას
ვლადიმერ კონსტანტინიდი - საქართველოს საგარეო უწყების ყველა ქვედანაყოფი, როგორც საელჩოები, ასევე საკონსულოები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას

გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე მოვლენების გამო, საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა თანამდებობა დატოვა, სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი, როგორც საელჩოები, ასევე საკონსულოები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

„გაიჟღერა ინფორმაციამ, მათ შორის სოციალურ ქსელებში, რომ საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა, განვითარებულ მოვლენების გამო დატოვა თანამდებობა. აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას და არ წარმოადგენს სინამდვილეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი, როგორც საელჩოები, ასევე საკონსულოები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მინიჭებულ საქმიანობას. ყველა სახის გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც წვდომა აქვს სოციალურ ქსელებთან, თავი შეიკავონ მსგავსი სახის პროვოკაციისგან“,  – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.