ვლადიმერ კონსტანტინიდი - ქართველი მეზღვაურის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ველოდებით
ვლადიმერ კონსტანტინიდი - ქართველი მეზღვაურის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ველოდებით

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე 7 იანვრიდან გაუჩინარებულია, ველოდებით გამოძიების შედეგებს, რა დეტალები გამოიკვეთება , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

​მისივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება გემთმფლობელი კომპანიის ადვოკატი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა ლიბიაში, რომ გამოძიებასთან ყველა დეტალი დაადგინოს

„15 იანვარს შემოვიდა ინფორმაცია ოჯახის ნათესავისგან იმის შესახებ, რომ 7 იანვრიდან მოყოლებული, მეზღვაურთან კონტაქტი აღარ ჰქონდა ოჯახს. დაუყოვნებლივ გავაგზავნეთ შესაბამისი ინსტრუქციები ჩვენს საელჩოებში ლიბიაში. ლიბიას ფარავს ჩვენი საელჩო ეგვიპტეში, ასევე სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში, რამდენადაც გემთმფლობელი კომპანია არის თურქი მფლობელის. გამოძიებას აწარმოებს ლიბიის შესაბამისი სამსახურები.

7 იანვრიდან მოყოლებული მეზღვაური არის გაუჩინარებული და ველოდებით გამოძიების შედეგებს, რა დეტალები გამოიკვეთება. დღეს უკვე ადგილზე იმყოფება გემთმფლობელი კომპანიის ადვოკატი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა ლიბიაში, რომ გამოძიებასთან ყველა დეტალი დაადგინოს“, – აცხადებს კონსტანტინიდი.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეზღვაური გარდაცვლილია, საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. ვლადიმირ კონსტადინიდის თქმით ინფორმაცია ამაზე არ აქვთ.

„ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ, რადგანაც არ არს ამაზე მიმანიშნებელი პირდაპირი მტკიცებულებები. ადამიანი არის გაუჩინარებული. ყველა ვერსია შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ვერცერთ ვერსიას ამ ეტაპზე, ვიდრე გამოძიება რაიმე ხელშასახებ მტკიცებულებებს არ მოგვცემს, ვერ დავადასტურებთ“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

22 წლის ქართველი მეზღვაური, გორელი დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა.