საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში ნაოსნობისას ქართველი მეზღვაური დაიკარგა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში ნაოსნობისას ქართველი მეზღვაური დაიკარგა

22 წლის ქართველი მეზღვაური, გორელი დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. მან ზუსტად ორი კვირაა ოჯახთან კომუნიკაცია შეწყვიტა. ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 16 იანვარს მიიღო.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია. მიმდინარეობს დაკარგულის ადგილსამყოფელის დადგენის სამუშაოები.

„2019 წლის 16 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში მყოფ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Mv Dogan Bey (თურქი გემთმფლობელი) მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში misurata 07.01.2019 ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო გზით ცდილობს სიტუაციის დადგენას. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც დიპლომატიური არხებით, ისე გემის დროშისა და გემთმფლობელის მიმართულებით. დღეს გემთმფლობელის წარმომადგენელი ჩავიდა ლიბიაში, რათა ადგილზე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“,- განაცხადა თამარ იოსელიანმა.