ვლადიმერ კონსტანტინიდი - პარლამენტში დავით ზალკალიანი მოხსენებას წარადგენს საგარეო უწყების საქმიანობის მიმართულებებზე, ასევე შედეგებსა და გამოწვევებზე
ვლადიმერ კონსტანტინიდი - პარლამენტში დავით ზალკალიანი მოხსენებას წარადგენს საგარეო უწყების საქმიანობის მიმართულებებზე, ასევე შედეგებსა და გამოწვევებზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საკანონმდებლო ორგანოსთან, მინისტრი არაერთხელ წარდგა სხვადასხვა ფორმატში პარლამენტის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტში ვრცელ მოხსენებას წარადგენს.

„დღეს იქნება წარდგენილი ვრცელი მოხსენება ყველა იმ მიმართულებაზე, რომელზეც საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ასევე, მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებზე. დეპუტატებს, ისევე, როგორც საზოგადოებას, საშუალება ექნებათ, დეტალურად მიიღონ ინფორმაცია იმ მიმართულებებზე, რომლებზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე“, – განაცხადა კონსტანტინიდმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.