ვლადიმერ კონსტანტინიდი - მოქალაქეები აპელირებდნენ, რომ საზღვარგარეთ ვერ უკავშირდებოდნენ საელჩოებს ცხელ ხაზზე, ასეთი შემთხვევები არ დადასტურდა
ვლადიმერ კონსტანტინიდი - მოქალაქეები აპელირებდნენ, რომ საზღვარგარეთ ვერ უკავშირდებოდნენ საელჩოებს ცხელ ხაზზე, ასეთი შემთხვევები არ დადასტურდა

მოქალაქეები აპელირებდნენ, რომ საზღვარგარეთ ვერ უკავშირდებოდნენ საელჩოებს ცხელ ხაზზე, ასეთი შემთხვევები არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

კონსტანტინიდი მოქალაქეებს მოუწოდებს, დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე, და არა საელჩოს ჩვეულებრივ ნომრებზე.

​„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია როგორც მოქალაქეებთან, ასევე ავიახაზებთან. მოქალაქეებთან კავშირი ხორციელდება არამხოლოდ საელჩოების მეშვეობით, არამედ ჩვენი სამინისტროს სატელეფონო ცხელ ხაზზე, რომელიც თითქმის 24 საათის რეჟიმში მუშაობს.

იყო ასეთი ფაქტები, როდესაც მოქალაქეები აპელირებდნენ, რომ ვერ უკავშირდებოდნენ საელჩოებს ცხელ ხაზზე, მაგრამ ასეთი შემთხვევები არ დადასტურდა. გადამოწმებული არის სათითაოდ ყველა კონკრეტული შემთხვევა. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაუკავშირდნენ გამოქვეყნებული ცხელი ხაზის ნომრებზე და არა საელჩოს ჩვეულებრივ ნომერზე, რადგან მოგეხსენებათ, საელჩოს თანამშრომლები და დიპლომატები პრაქტიკულად საველე პირობებში მუშაობაზე არიან გადასულები. ისინი ადგილზე, სხვადასხვა მიმართულებაზე არიან გასულები, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ“,- აცხადებს კონსტანტინიდი.

საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ავიარეისების ბილეთებზე ფასები გაზრდილია.

„რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც გითხარით, არის უმკაცრესი მითითება, ყველა ბილეთი, რომელიც გაიყიდება ამ თანამშრომლობის ფარგლებში, მისი ფასი იქნება მკაცრად და ცალსახად 199 ევრო“,- აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.