ვლადიმერ კონსტანტინიდი - კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა გულისხმობს, რომ ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლებები
ვლადიმერ კონსტანტინიდი - კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა გულისხმობს, რომ ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლებები

კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა გულისხმობს, რომ ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ძირითადი სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, კვიპროსის მიერ ქვეყნის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებლობაზე განაცხადების შეტანის პროცედურაზე, მნიშვნელოვნად შემცირდება განცხადებების განხილვების ვადები.

მისი თქმით, დღეის მონაცემებით, კვიპროსში საკონსულო აღრიცხვაზე ოფიციალურად 500-მდე ქართველი იმყოფება, თუმცა რეალურად მათი რიცხვი დაახლოებით 3000-ს აჭარბებს, რადგან მოქალაქეების დიდ ნაწილს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა არ სურთ.

“არის რამდენიმე ქვეყანა, მაგალითად ნორვეგია და ფინეთი, რომლებსაც არ აქვთ ასეთი კონცეფცია, თუმცაღა ანალოგიის პრინციპით ხელმძღვანელობენ და მათთვის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენს. იგივე საბერძნეთი-ლიტვის შემთხვევაში, ჩანაწერი აქვთ მათ კანონმდებლობაში, რომ ასეთი სია შემუშავდება. ყველა ქვეყანას, რა თქმა უნდა, არ აქვს, თუმცაღა იმ ქვეყნების უმეტესობამ, რომელსაც ასეთი სია აქვს, საქა​რთველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად ჰყავთ მიჩნეული“, – აღნიშნა კონსტანტინიდმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა.