ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ უცხოეთში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის
ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ უცხოეთში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, არ არის მძიმე.

„უცხოეთში 20-მდე მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი. საბედნიეროდ, მათი უმრავლესობის მდგომარეობა არ არის მძიმე. ისინი მკურნალობას აგრძელებენ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა მათგანთან, ისევე როგორც ჯანდაცვის დაწესებულებებთან კავშირში და კოორდინაციაში იმყოფებიან ჩვენი საკონსულო დაწესებულებები. საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ოპერატიული დახმარების აღმოჩენის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა საელჩო და საკონსულო სამსახური საზღვარგარეთ იმყოფება 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე და მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.