ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალ ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ბრინჯაოს მედალი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვა.

რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ლიდერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ახალ წონით კატეგორიაში პირველი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ბრინჯაოს ფინალში ქართველმა ფალავანმა პოლონელ კრისტო ბიენკოვსკისთან იჭიდავა და მიუხედავად 0:4-სა შეხვედრა შემოატრიალა, შედეგით 8:4 მოიგო და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მედლების ათვლაც დაიწყო.

ხინჩეგაშვილმა 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი 61 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.