ვლადიმერ ხაჩიძემ „რუსთავი“ ჩაიბარა - მახარაძის წასვლის მიზეზი უცნობია
ვლადიმერ ხაჩიძემ „რუსთავი“ ჩაიბარა - მახარაძის წასვლის მიზეზი უცნობია

ეროვნული ლიგა 2-ის ახალი სეზონის დაწყებამდე საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა – თემურ მახარაძემ პოსტი დატოვა, რომელიც ვლადიმერ ხაჩიძემ შეცვალა.

გუნდის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მახარაძემ საფეხბურთო კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. გამოცდილმა სპეციალისტმა „რუსთავი“ 2020 წელს ჩაიბარა და გუნდს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. რა გახდა მახარაძის წასვლის მიზეზი და რატომ გადაწყვიტა „ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საფეხბურთო კლუბის დატოვება“, უცნობია.

„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე გამოცდილი სპეციალისტია და არაერთ გუნდში უმუშავია – ხაშურის „ივერიაში“, გორის „დილაში“, „ბორჯომში“, „გაგრაში“, „ვიტ ჯორჯიაში“, 2020 წლის სეზონი კი ოფიციალურად ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა.

ეროვნული ლიგა 2-ის 2021 წლის გათამაშება 1 მარტს დაიწყება. საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ ხაჩიძის სადებიუტო შეხვედრა 2 მარტს შედგება, როდესაც მისი ახალი გუნდი პირველი ტურის მატჩს ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ გამართავს.