ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა

14:14, 06.04.2022

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟირინოვსკი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება „კოვიდ-19“-ით ინფიცირებამ გამოიწვია.

მსგავსი