ვლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
ვლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ვლადიმერ ბორცვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 6 თებერვალს დაინიშნა. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე ბორცვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.