ვლადიმერ ბორცვაძე - გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „შკოდას“ მარკის ავტომობილი იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მივიდა ადგილზე, სიცრუეა
ვლადიმერ ბორცვაძე - გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „შკოდას“ მარკის ავტომობილი იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მივიდა ადგილზე, სიცრუეა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით „შკოდას“ მარკის ავტომობილზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

„გავრცელებული კადრები, რომელიც „შკოდას“ ფირმის ავტომობილს შეეხება, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები, სადაც ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომობილში ისვამს მოქალაქეებს, არის „ტოიოტა პრიუსი“  და არის ტაქსი. დადგენილია ამ ავტომობილის მძღოლი და ეს ფაქტი დასტურდება.

რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემმა კოლეგამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგიობიანმა „შკოდას“ ფირმის ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გააგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გელაშვილი იმ ღამით მორიგე არ იყო და დადასტურებულია, რომ იმყოფებოდა ქარელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაავრცელა.