ვლადიმერ ბორცვაძე - ფარული ვიდეოკადრების საქმეზე არაერთი ვერსია გვაქვს, პრიორიტეტია, გავიდეთ პირველწყაროზე
ვლადიმერ ბორცვაძე - ფარული ვიდეოკადრების საქმეზე არაერთი ვერსია გვაქვს, პრიორიტეტია, გავიდეთ პირველწყაროზე

პრიორიტეტია, გავიდეთ ფარული ვიდეოკადრების გავრცელების პირველწყაროზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორების დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას არაერთი ვერსია აქვს.

„ზუსტად ისაა პრიორიტეტი, გავიდეთ ფარული კადრების გავრცელების პირველწყაროზე. გამოძიება გრძელდება, გაგვაჩნია არაერთი ვერსია, მოვდივართ არაერთი მიმართულებით. ძველ საქმეზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ძველი საქმის მასალებს შევისწავლით. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება“,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ იყოს შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ პირების მიმართ, ვინც ფარულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ვინ დგას ამ კადრების გავრცელების უკან. სამწუხაროდ 2016 წელს როდესაც გავრცელდა, ვერ გავიგეთ ამის უკან ვინ იდგა, დღემდე არ ვიცით. მნიშვნელოვანია, რომ იყოს შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ პირების, ვინც ავრცელებს და მნიშვნელოვანია, ვინ არის ინიციატორი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.