ვლადიკავკაზში თვითიზოლაციის წესებს აპროტესტებენ და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის გადადგომას ითხოვენ
ვლადიკავკაზში თვითიზოლაციის წესებს აპროტესტებენ და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის გადადგომას ითხოვენ

ვლადიკავკაზში აქციის მონაწილეები თვითიზოლაციის წესებს აპროტესტებენ და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის გადადგომას ითხოვენ.

აქცია თავისუფლების მოედანზე იმართება. აქციაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ბოთლები და ქვები დაუშინეს.

მომიტინგეები ასევე პარლამენტის დაშლას მოითხოვენ. აქციაზე მივიდა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური ვიაჩოსლავ ბიტაროვი, რომელსაც მომიტინგეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ.

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმი მოქმედებს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსი 145 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა ორი ადამიანი.