ვლადიკავკაზში, მაღაზიაში ძლიერი აფეთქება მოხდა
ვლადიკავკაზში, მაღაზიაში ძლიერი აფეთქება მოხდა

ვლადიკავკაზში, ერთ-ერთ მაღაზიაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა მთლიანად გაანადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.

რუსული მედია წერს, რომ აფეთქება „მაგნიტის“ ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.