ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში ხანძრის მიზეზი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნა გახდა
ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში ხანძრის მიზეზი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნა გახდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა, სერგეი მენიაილომ განაცხადა.
მანამდე მენიაილო უარყოფდა ცნობას, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმას უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში“ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი კი დაშავდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე და სახურავზე იყო მოდებული. ცეცხლი, სავარაუდოდ, 800 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.