ვიზუალური ეფექტებისთვის „ოსკარი“ კრისტოფერ ნოლანის ფილმმა „ტენეტი“ მიიღო
ვიზუალური ეფექტებისთვის „ოსკარი“ კრისტოფერ ნოლანის ფილმმა „ტენეტი“ მიიღო

ვიზუალური ეფექტებისთვის „ოსკარი“ მიიღო კრისტოფერ ნოლანის ახალმა ნამუშევარმა, სახელწოდებით „ტენეტი“.

ცნობილია, რომ კრისტოფერ ნოლანი მასშტაბური სცენების გადაღებისას, კომპიუტერული სპეცეფექტების გამოყენების ნაცვლად, რეალური გარემოს შექმნასა და ნამდვილ რეკვიზიტებს ანიჭებს უპირატესობას. ახალ ფილმშიც ნამდვილი „ბოინგ 747“ გამოიყენა, როცა ერთ-ერთ სცენაში თვითმფრინავი შენობას ეჯახება და ფეთქდება. კინოკრიტიკოსების შეფასებით, რეჟისორმა შთამბეჭდავი სანახაობა შექმნა.​

„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრი მასპინძლობს. პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას ისტორიაში პირველად არ ესწრებიან მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება აქვთ ნომინანტებს. დაცულია დისტანცია, ყველა დამსწრეს კი წინსწრებით ჩაუტარდა კოვიდტესტირება.