ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობის ფონზე ვენა ტურისტულ გადასახადს ზრდის

14:55, 10.07.2026

ვენა ტურისტებისთვის გადასახადებს ზრდის, კრიტიკსოები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ტურიზმს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად იყენებს.

ავსტრიის სასტუმროების ასოციაციის წარმომადგენელმა, მარტინ სტანიცმა აღნიშნა, რომ ამ ცვლილების შემდეგ ვენის ტურისტული გადასახადი ევროპაში ამსტერდამის შემდეგ ყველაზე ძვირი გახდება. მისივე თქმით, ხელისუფლება ტურიზმს იყენებს, როგორც საშუალებას ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად.

„ახლა ბიუჯეტის დეფიციტი ტურიზმის ხარჯზე იფარება. იმ ქათმის დაკვლა, რომელიც ოქროს კვერცხებს დებს, კარგი იდეა არ არის“, – აღნიშნა ავსტრიის სასტუმროების ასოციაციის  სპიკერმა.

ამავე აზრს იზიარებენ ტურისტული სააგენტოებიც, რომლებიც განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან ავიაბილეთებზე უკვე დაწესებული 12-ევროიანი  გადასახადით. ავსტრიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გრეგორ კადანკამ განაცხადა, რომ გადასახადებისა და მოსაკრებლების დაგროვება ავსტრიის ტურისტულ მიმზიდველობას საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, სხვა ტურისტული მიმართულებები სულ უფრო მეტ პოპულარულობას იძენენ, ხოლო ვენა, რომელიც ცენტრალური ევროპის სხვა დედაქალაქებთან შედარებით სულ უფრო ძვირდება, „თავის ბრწყინვალებას კარგავს“.

ქალაქის ხელისუფლება ამ მოსაზრებას უარყოფს და აცხადებს, რომ გადასახადების ზრდა წარმოადგენს ქალაქის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობის „გადანაწილების“ საშუალებას ქალაქის ხელისუფლებასა და ტურისტულ სექტორს შორის.

როგორც მედია წერს, ევროპის სხვა ქალაქებიც, სადაც ტურისტების სიმრავლე პრობლემად იქცა, მსგავს გადასახადს აწესებენ.

მსგავსი