„ვიზეარის“ წარმომადგენელი - დაგეგმილია საქართველოს ბაზის ყველა თანამშრომლის შენარჩუნება, მათთვის სამუშაოს შეთავაზება სხვა ბაზებზე, ვიდრე ფრენების აღდგენას შევძლებთ
„ვიზეარის“ წარმომადგენელი - დაგეგმილია საქართველოს ბაზის ყველა თანამშრომლის შენარჩუნება, მათთვის სამუშაოს შეთავაზება სხვა ბაზებზე, ვიდრე ფრენების აღდგენას შევძლებთ

ახლა ვცდილობთ, „ვიზეარის“ თანამშრომლებს, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში მუშაობდნენ, სხვა შესაძლებლობები შევთავაზოთ, – ამის შესახებ ავიაკომპანია ​„ვიზეარის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრას რადომ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

„ვიზეარი“ გამუდმებით ადევნებს თვალს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს სიტუაციას. ჩვენ აქ გრძელვადიანი მიზნები გვაქვს და გვინდა, ქართველ მგზავრებს დაბალფასიანი და მაღალხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ. საქართველოს საგარეო ბაზარზე 2012 წლიდან შემოვედით და 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის ტრანსპორტირება უზრუნველვყავით. ბოლო წლებში ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ ჩვენს მოღვაწეობას საქართველოში და საქართველოს ფავორიტი ავიახაზი გავხდით, ყველაზე დიდი ავიახაზიც. ამიტომ გვინდა, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ ფრენები, როცა ამის შესაძლებლობას გარემოებები მოგვცემს, მაგრამ ჩვენ ვემორჩილებით, რაც საერთაშორიო თუ ადგილობრივი მთავრობისა ან მარეგულირებლების მიერ იქნება დაწესებული“, – აღნიშნა რადომ.

მისივე თქმით, „ვიზეარის“ თანამშრომლები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში მუშაობდნენ, სამსახურებს არ დაკარგავენ.

„ჩვენ ახლა ვცდილობთ, მათ სხვა შესაძლებლობები შევთავაზოთ. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ თანამშრომლებმა ჩვენს ქსელში, სხვა ბაზებზე დაიწყონ მუშაობა. ამ ეტაპზე გეგმაშია საქართველოს ბაზის ყველა თანამშრომლის შენარჩუნება, საქართველოს გარეთ მათთვის სამუშაოს შეთავაზება, სანამ ჩვენ ფრენების აღდგენას შევძლებთ“, – განაცხადა ანდრას რადომ.

დატოვე კომენტარი