„ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებითაც შეასრულებს
„ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებითაც შეასრულებს

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizzair) ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან იტალიის ქალაქ ბოლონიასა და გერმანიის ქალაქ კიოლნში ფრენებს იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბოლონიის მიმართულებით ფრენები 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ხოლო კიოლნის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 2020 წლის პირველი  ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ორივე მიმართულებით 23 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

ამასთან,„ვიზეარის“ უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცას მიმართულებულებით ფრენებს 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებით სიხშირეებსაც ზრდის და რეისები ქუთაისიდან კვირაში ოთხჯერ შესრულდება  – ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ  უწყება მუდმივად მუშაობას საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის მიმართულებით. ასევე, არსებული ავიაკომპანიების მიერ ახალი მიმართულებებისა და სიხშირეების დამატების კუთხით.

10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარის“ მესამე ბაზირებული ხომალდი განთავსდება, რომელიც ფრენების შეასრულებს ევროპის ექვსი ახალი მიმართულებით: – ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ბაზელში, ეინდჰოვენში, ტალინსა და ბარიში.

ამასთან, ქართულ ავიაბაზრზე ასევე შემოვიდა ირლანდიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“, რომელიც თბილისის აეროპორტიდან მილანში იფრენს, ქუთაისიდან კი, იტალიის ქალაქ ბოლონიასა და საფრანგეთის ქალაქ მარსელში. ასევე, კომპანიამ მომავალი წლის ზაფხულიდან ფრენები კიოლნის მიმართულებითაც დააანონსა.