„ვიზეარში“ აცხადებენ, რომ ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენა 4 ოქტომბერს შესრულდება
„ვიზეარში“ აცხადებენ, რომ ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენა 4 ოქტომბერს შესრულდება

„ვიზეარი“ მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციაშია საქართველოს მთავრობასთან და მზად ვართ, განვაახლოთ მომსახურება, როგორც კი რეგულაციები ამის შესაძლებლობას მოგვცემს, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ვიზეარის“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ქუთაისი-რიგის მარშრუტი 4 ოქტომბერს განახლდება.

„მგზავრებს უკვე აქვთ შესაძლებლობა დაჯავშნონ ავიაბილეთები wizzair.com– ზე ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით. „ვიზეარი“დროულად აცნობებს მგზავრებს შემდგომი მარშრუტების თაობაზე“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.