„ვითიბი ბანკი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ავტომობილებს გადასცემს
„ვითიბი ბანკი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ავტომობილებს გადასცემს

„ვითიბი ბანკი“ COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს „კიას“ (Kia) მარკის ავტომობილებს გადასცემს.

ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

„აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მათ არ ჰყავთ საველე სამუშაოებისთვის საკმარისი ავტომობილები. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიძინოთ და გადავცეთ საჩუქრად, გარდა 200 000 ლარისა, რომელიც ბანკმა გადარიცხა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, Covid -19 წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში“, – აცხადებს „ვითიბი ბანკი“.