ვითარება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე [ფოტო]

11:20, 25.11.2024

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დაკეტილია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. მათ ახალი პარლამენტის პირველი სხდომის გასაპროტესტებლად წუხელ პარლამენტთან ღამე გაათენეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მსგავსი