ვითარება მარნეულის შესასვლელთან - საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ჩართვა ადგილიდან

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი რუსუდან ლოლაძე მარნეულის შესასვლელთან იმყოფება, საიდანაც ქალაქში შესვლა უკვე იკრძალება.

მისი თქმით, ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული. მან ისაუბრა იმ ვითარების შესახებ, რომელიც ამ დროისთვის არის ადგილზე.

მთავრობა მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს აწესებს.