რა ვითარება იყო დღეს ეკლესიებში [ფოტო]
რა ვითარება იყო დღეს ეკლესიებში [ფოტო]

საქართველოში მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დღეს ხალხმრავლობა იყო. ტრადიციულად, მოხდა ზიარებაც, რომლის წესიც, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, არ შეცვლილა.

ახალი კორონავირუსის საფრთხეებიდან და საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სიახლე იყო ის, რომ ეკლესიებში მრევლის წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ, ერთმანეთისგან მოშორებით დამდგარიყვნენ.

დისტანციის დაცვის გარდა, ზოგიერთ ტაძარში დღეს მრევლის წარმომადგენელთა ნაწილი ეზოში იყო შეკრებილი.

სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და მორწმუნეებს რეკომენდაციების დაცვისა და რთულ დროში ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდა.