ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს, დაშავებულია ხუთი ადამიანი
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს, დაშავებულია ხუთი ადამიანი

რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს კიევზე, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

როგორც ვიტალი კლიჩკო აცხადებს, უკრაინის დედაქალაქზე სამი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს. მისივე ცნობით, რაკეტები ჩამოვარდა შევჩენკოს რაიონში.

ამჟამად, საგანგებო სიტუაციების სამსახურები ადგილზე იმყოფებიან. დაშავდა ხუთი ადამიანი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, კიევზე რუსეთის არმიამ დარტყმა მაშინ მიიტანა, როდესაც დედაქალაქს გაერო-ს გენერალური მდივანი სტუმრობდა.

დატოვე კომენტარი