ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად გოლოსეევსკის რაიონში დაიღუპა ერთი ადამიანი, ნანგრევებში შესაძლო მოყოლილებს ეძებენ
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად გოლოსეევსკის რაიონში დაიღუპა ერთი ადამიანი, ნანგრევებში შესაძლო მოყოლილებს ეძებენ

კიევზე რუსეთმა ღამით საჰაერო იერიში განახორციელა. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, გოლოსეევსკის რაიონში დაზიანებულია და ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, დაღუპულია ერთი და ჰოსპიტალიზებულია ოთხი ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ და ნანგრევებში შესაძლო მოყოლილებს ეძებენ.

უკრაინული მხარის ცნობით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე რუსეთის 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ასევე, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს პოდოლსკის რაიონში.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, ეს მაისში უკვე მე-17 საჰაერო იერიშია. თავდასხმა იყო მასირებული და სხვადასხვა მიმართულებიდან ხორციელდებოდა. საჰაერო განგაში სამ საათს გრძელდებოდა.