ვიტალი კლიჩკომ სოკ-ს მოუწოდა - არ დაუშვას რუსი სპორტსმენები პარიზი 2024-ზე #1TVSPORT
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ვიტალი კლიჩკომ მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – არ დაუშვას პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.
„ჩვენ – უკრაინის ყველა სპორტსმენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ჩემი ძმა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია – მივმართავთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და პირადად ბატონ ბახს – შეწყვიტეთ რუსებისა და ბელარუსების ნებისმიერი მონაწილეობა ოლიმპიურ ტურნირებში იმ შემთხვევაში, თუ მათი სახელმწიფოების ხელმძღვანელები გააგრძელებენ მსგავს პოლიტიკას უკრაინის წინააღმდეგ“, – მოჰყავს კლიჩკოს სიტყვები გამოცემა Kamp-Sport-ს.
უფრო ადრე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო არენაზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ნეიტრალური დროშის ქვეშ.