ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა
რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს.
თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი ჰოსპიტალიზებულია.
კლიჩკომ აღნიშნა, რომ დედაქალაქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა დარნიცკისა და ობოლონის რაიონებში. ადგილზე იმყოფებიან მაშველები“, – აცხადებს კლიჩკო.