ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად კიევში სამი ადამიანი დაშავდა

22:57, 18.11.2026

რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად კიევში სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

მისივე თქმით, დაახლოებით ორსაათიანი შეტევის დროს ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები დედაქალაქის სამ რაიონში ჩამოცვივდა.

პეჩერსკის რაიონში დრონის ნამსხვრევები პარკშიც ჩამოვარდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ექსპერტებმა დრონის ნაწილები დაათვალიერეს და ნივთმტკიცებულებები ამოიღეს.

ამასთან, სოლომენსკის რაიონში დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

მსგავსი