„ვიტ ჯორჯია“ ისევ შეუჩერებელია
„ვიტ ჯორჯია“ ისევ შეუჩერებელია

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-16 ტური დაიწყო. „მცხეთა პარკზე“ გათამაშების ლიდერმა „ვიტ ჯორჯიამ“ „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

მასპინძლებიდან თავი გამოიჩინეს პაატა ღუდუშაურმა, ნოდარ კიკნაველიძემ, ირაკლი ზარიძემ და ბექა კაკუშაძემ, „შევარდენიდან“ კი პრესტიჟის გოლი მატჩის მიწურულს ვარლამ კილასონიამ გაიტანა, „ვიტ ჯორჯიამ“ კი 4:1 მოიგო და 30 ქულით გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს, უახლოეს მდევარ „ნორჩ დინამოს“ 5 ქულით ასწრებს „შევარდენი“ კი 21 ქულით მე-6 ადგილზეა.

მე-16 ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა ხვალ გაიმართება.

„თელავი“ – „სამგურალი“
„მერანი“ – „ნორჩი დინამო“
„გაგრა“ – „შუქურა“
„დინამო“ ბთ – „ცხინვალი“