”ვიტ ჯორჯია” ახალი სეზონისთვის ემზადება
”ვიტ ჯორჯია” ახალი სეზონისთვის ემზადება

”ვიტ ჯორჯია” 13 იანვარს ”ზამთრის თასზე” ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ”დინამო”, ”კოლხეთი” და ”ნორჩი დინამო” იქნებიან.

გუნდში რამდენიმე ახალწვეულია. ”გაგრადან” ცენტრალური მცველი გიორგი გეთიაშვილი მიიწვიეს, რომელმაც კარიერა სწორედ ”ვიტ ჯორჯიაში” დაიწყო და ოთხი სეზონის განმავლობაში გუნდის კაპიტანი იყო.

მოსამზადებელ ეტაპზე გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ღუდუშაური დააკლდება, რომელიც გია ცეცაძემ 21–წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებში გამოიძახა. ეს გუნდი 19-24 იანვარს წინასამატჩო შეკრებასა და ამხანაგურ შეხვედრას თურქეთში, ლარაში გამართავს, 23 იანვარს კი აზერბაიჯანის შეხვდება.

4-5 იანვარს, “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის გათამაშებისათვის მზადება მცხეთაში დაიწყეს.