უისკონსინის შტატში ჯო ბაიდენი ლიდერობს
უისკონსინის შტატში ჯო ბაიდენი ლიდერობს

უისკონსინის შტატში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, შტატის საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ყველა ბიულეტენი დათვლილია, ერთ ქალაქში რამდენიმე ასეული ბიულეტენისა და წინასწარი ბიულეტენების მცირე რაოდენობის გარდა.

უისკონსინის შტატში გამარჯვებით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 10 ხმა ემატება და ამ დროისთვის უკვე 248 ხმა აქვს.