„ვირტუსმა“ „ტორტონა“ დაამარცხა - თორნიკე შენგელიას იტალიის ჩემპიონატის ფინალამდე ერთი მოგება აშორებს #1TVSPORT
„ვირტუსმა“ „ტორტონა“ დაამარცხა - თორნიკე შენგელიას იტალიის ჩემპიონატის ფინალამდე ერთი მოგება აშორებს #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მეორე მატჩიც მოიგო და „ტორტონასთან“ 2:0 დაწინაურდა. ეს შეხვედრაც ბოლონიაში გაიმართა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 108:78.

თორნიკემ 18 წუთი ითამაშა, 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მის გუნდში 20 ქულითა და 8 მოხსნით ჯორდან მიკი გამოირჩა.

ნახევარფინალური სერია სამ მოგებამდეა. მესამე მატჩი 2 ივნისს ტორტონაში გაიმართება და მოგების შემთხვევაში ბოლონიელები ფინალის საგზურს მიიღებენ. თუ „ტორტონამ“ გაიმარჯვა, მეოთხე შეხვედრაც ამ ქალაქში გაიმართება, თუმცა საწყის ორ მატჩში სხვაობა იმდენად თვალში საცემი იყო, რომ ძნელად წარმოსადგენია, „ვირტუსმა“ 2-მოგებიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვას.

მეორე ნახევარფინალსაც თავისი ფავორიტი ჰყავს: „მილანი“ 2:0-ს უგებს „სასარის“.