„ვირტუსმა“ ფინალური სერიის მეორე თამაშიც მოიგო - თორნიკე შენგელია კვლავ მატჩის MVP გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალის მეორე მატჩში „ბრეშა“ 75:65 დაამარცხდა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

ბოლონიელთა შემადგენლობაში თორნიკე შენგელია კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო – საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

„ვირტუსს“ იტალიის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთი მოგება სჭირდება, მომდევნო მატჩი ბრეშაში 17 ივნისს გაიმართება.