„ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონა“ დაამარცხა - თორნიკე შენგელია მოედანზე ყველაზე შედეგიანი იყო #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ტორტონა“ 84:77 დაამარცხა.
შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირი საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა. „ვირტუს ბოლონიას“ ფორვარდმა მოედანზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ 6 დან 4 ორქულიანი და 8 დან 7 საჯარიმო გამოიყენა.
ამ მომენტისთვის ბოლონიურ გუნდს იტალიის ჩემპიონატში 21 გამარჯვება და 8 მარცხი აქვს, რითიც გათამაშების ლიდერია. „ვირტუსი“ რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს 5 მაისს „ტრენტოსთან“ ჩაატარებს, რის შემდეგაც პლეი ოფისთვის მოემზადება.