ვიქტორ ოსიმენმა კარიერაში მე-100 გოლი მესიზე და რონალდოზე სწრაფად გაიტანა #1TVSPORT
პარასკევს „სასუოლოს“ წინააღმდეგ „ნაპოლის“ ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა. ნიგერიელი შევიდა ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის, რომლებმაც 100-გოლიან ზღვარს ყველაზე სწრაფად მიაღწიეს. მან ამას 197 მატჩი მოანდომა და გაუსწრო სამ ლეგენდას – ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს. არგენტინელმა 100 გოლი 210 მატჩში გაიტანა, პორტუგალიელმა – 301-ში.
ოსიმენი ამ რეიტინგში მესამე ადგილზეა. მას უსწრებენ კილიან მბაპე და ერლინგ ჰალანდი. „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა 100 გოლს 180 მატჩი მოანდომა, „მანჩესტერ სიტის“ ბომბარდირს კი მხოლოდ 146 მატჩი დასჭირდა.
5 მოთამაშე, რომელმაც კარიერაში ყველაზე სწრაფად გაიტანა 100 გოლი:
ჰალანდი – 146
მბაპე – 180
ოსიმენი – 197
მესი – 210
იბრაჰიმოვიჩი – 245