ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მიიღო - თავდამსხმელმა, შესაძლოა, „მილანთან“ სამივე მატჩი გამოტოვოს #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მიიღო - თავდამსხმელმა, შესაძლოა, „მილანთან“ სამივე მატჩი გამოტოვოს #1TVSPORT

ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ნაკრებში დაშავდა და არის შანსი, რომ „მილანთან“ სამივე მატჩი გამოტოვოს – 2 აპრილს სერია A-ს ტურის დაპირისპირება, ხოლო 12 და 18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრები.

„ვიქტორ ოსიმენი კვირას „სტადიო მარადონაზე“ მილანთან“ მატჩში „ნაპოლის“ ვერ დაეხმარება, მაგრამ ყველაზე დიდ შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ თავდამსხმელმა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრებიც გამოტოვოს“, – წერს Calciomercato.

წყაროს ცნობით, ოსიმენი დაახლოებით 20 დღე ვერ ითამაშებს, რის გამოც 12 და 18 აპრილს „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მისი თამაში საეჭვოა. მომავალ კვირაში ფეხბურთელს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ის პირველ მეთხედფინალურ მატჩს გამოტოვებს.

ამავე დროს, Sky-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრანჩესკო მოდუნიომ (MilanNews-ის საშუალებით) დაადასტურა, რომ ოსიმენი აუცილებლად გამოტოვებს სერია A-ს მატჩებს „მილანთან“ და „ლეჩესთან“.

თუმცა, არსებობს იმედი, რომ ნიგერიელი ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩამდე მოედანს მაინც დაუბრუნება.