ვიქტორ ოსიმენის თამაში ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ საეჭვოა #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენის თამაში ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ საეჭვოა #1TVSPORT

კამპანიური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის ნეაპოლელთა შემტევის, ვიქტორ ოსიმენის თამაში საეჭვოა.

ნიგერიელმა თავდამსხმელმა დაზიანება სანაკრებო შესვენების დროს მიიღო და ექიმები მის დაბრუნებას სწორედ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ ვარაუდობდნენ, თუმცა ვიქტორი ჯერ გუნდთან ერთად კვლავ ვერ ვარჯიშობს.

ახლა „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბში ცდილობენ, ოსიმენი „როსონერისთან“ მატჩისთვის სათადარიგოთა სკამზე მაინც მოხვდეს. ჯერჯერობით კლუბში თავდამსხმელთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ.

მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენს ყველა ტურნირზე 25 გოლი აქვს გატანილი.

„მილანისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე 12 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.