ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო, რომელიც შესანიშნავი ადამიანია #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო, რომელიც შესანიშნავი ადამიანია #1TVSPORT

ნიგერიის ნაკრებისა და „გალათასარაის“ თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა Soccernet.ng-თან ინტერვიუში კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს კარიერაში საუკეთესო თანაგუნდელად, ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა და ისიც გაიხსენა, რომ 4 წლის წინ ქართველ თავდამსხმელს „ოროს ბურთის“ მოპოვება უწინასწარმეტყველა.

„საუკეთესო თანაგუნდელი? კვარაცხელია! ის საოცარი მოთამაშე და შესანიშნავი ბიჭია. ვგულისხმობ, რომ გასახდელშიც და მოედანზეც ერთნაირად კარგია. საოცარი ადამიანია და როდესაც ის „ნაპოლიში“ მოვიდა, მე ვთქვი, რომ უახლოეს მომავალში „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. მან ნამდვილად იცის, ეს როგორ გააკეთოს.

პარიზში გადასვლის შემდეგაც კი ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. ყოველთვის ვულოცავ მიღწევებს და ისიც ამავეს აკეთებს. კვარა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია, ამაზე ვერავინ იკამათებს. მას მომავალშიც საუკეთესოს ვუსურვებ“, – ამბობს ნიგერიელი თავდამსხმელი.

ვიქტორ ოსიმენმანაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ორი სეზონი გაატარა – ეს შემტევი დუეტი „ნაპოლის“ 2022-23 წლებში სერია A-ს ტიტულის მოგებაში დაეხმარა.